ყველამ დაივიწყა ვეტერანი ძაღლი, რომელიც ხალხს ემსახურებოდა – ალფა თავშესაფარში აღმოჩნდა

ყველამ დაივიწყა ვეტერანი ძაღლი, რომელიც ხალხს ემსახურებოდა - ალფა თავშესაფარში აღმოჩნდათურქეთის თუ შოვის ტრაგედიების დროს ყველამ ნახა სპეციალურად გაწვრთნილი მაშველი ძაღლები, რომლებიც ადამიანების ძებნის და გადარჩენის საქმეში იყვნენ ჩართული. მაშინ ყველა აზიარებდა მათ ფოტოებს ბევრი გულით, თბილი კომენტარებით, ახლა კი ერთ-ერთი მათგანი, ვეტერანი ძაღლი, სახელად ალფა, თავშესაფარშია მიტოვებული.

,,თავშესაფრიდან ჩუქდება ძალიან ჭკვიანი ხვადი გერმანული ნაგაზი. 6 წლის. სახელად ალფა. ის მსახურობდა სახელმწიფო სამსახურში და ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული საზოგადოებისთვის. ახლა მას სჭირდება თქვენი დახმარება და ოჯახური სითბო”, – წერია თამაზ ელიზაბარაშვილის ფეისბუქგვერდზე.

ცხოველთა უფლედამცველი ქეთა გაბუნია თავშესაფრის ამ განცხადებას ასე ეხმაურება:
,,გაწრთვნილი და სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ძაღლი ჩააბარეს თავშესაფარში. ხვდებით ხომ უგულობის და უსიყვარულობის რამხელა გამოვლინებაა ეს. ამ სამსახურში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, ვინც ვეტერანს ღირსეულ ცხოვრებას აჩუქებდა და მის ერთგულებას დააფასებდა.
იჩუქეთ, გთხოვთ”.