ნინო ჯღარკავა: ,,ნუნუკა თამაზაშვილისგან ვისწავლე, რომ ყველას ყველაფერი უნდა შევუნდო და მივენდო უფალს, მისთვის განსაკუთრებული ადამიანი ვარ”

ნინო ჯღარკავა: ,,ნუნუკა თამაზაშვილისგან ვისწავლე, რომ ყველას ყველაფერი უნდა შევუნდო და მივენდო უფალს, მისთვის განსაკუთრებული ადამიანი ვარ"პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი, ნინო ჟღარკავა სოციალური ქსელით ულოცავს პრემიერის ცოლს, ნუნუკა თამაზაშვილს დაბადების დღეს და მის დადებით თვისებებს უსვამს ხაზს:

,,მინდა, ბევრი ვილაპარაკო ამ გოგოზე, მინდა, ყველამ იცოდეთ, როგორი კეთილი, მზრუნველი და როგორი ოჯახის გოგოა.

ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა ნუნუკას მამა, თამაზ თამაზაშვილი ნაცრეჟიმის პატიმარი იყო,  როგორ გააფთრებით იცავდა მამას, მაშინ მივხვდი, რომ მისთვის მამა განსაკუთრებული ადამიანი იყო. არც არაფერი შეცვლილა მას მერე. შეიძლება საკუთარი თავის ბულინგი გაატაროს, ყველას ყველაფერი აპატიოს, მაგრამ როგორც კი მამას ეხება, იქ ლომად გადაიქცევა ხოლმე.

მეც მისთვის განსაკუთრებული ადამიანი გავხდი მას მერე, რაც ,,ობიექტივიდან” ვიცავდი თამაზ თამააზაშვილს და გვერდით ვედექი მათ. ერთხელ მითხრა კიდეც, რაც არ უნდა მაწყენინო, მე სულ მემახსოვრება ის დრო, როცა გვერდით გვედექიო.

როცა სულიერად თუ ფიზიკურად მიჭირს, პირველი ვისაც ვურეკავ, ნუნუკაა. თუ რამე ამბავი მაქვს მოსაყოლი, პირველი ნუნუკაა, ვისაც ჩემზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ეს ნუნუკაა, ვისი ხათრითაც შემიძლია ბევრი რამე მოვითმინო, ესეც ნუნუკაა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის კარგი უნდა და არასდროს მეტყვის ისეთ რამეს, მე რომ მავნოს. ნუნუკასგან ვისწავლე, რომ ყველას ყველაფერი უნდა შევუნდო და მივენდო უფალს. დღე-ღამის ნებისმიერ დროს მაქვს მისი იმედი, ჭკვიანი, ფრთხილი და გაწონასწორებულია.

შენ გაგიმარჯოს, ჩემო ოქროს გოგო. შენს გამო ზუსტად იცი, რისი ჩადენაც შემიძლია, როცა კი დაგჭირდები. შენ ისეთი მამის შვილი ხარ, სხვანაირი ვერც იქნები. ჩემს დიდ იმედს, ნუნუკა თამაზაშვილს კიდევ მრავალჯერ გაუმარჯოს!”.