22-23-24 სექტემბერს ანაკლიაში ტრადიციულად კავკასიური პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით იქნება გამორჩეული. მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მომღერლები, ეთნოგრაფიული ანსამბლები და, რა თქმა უნდა, კავკასიაში მცხოვრები პოეტები.
ტრადიციისამებრ, ჩერქეზთა გენოციდის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ მონაწილეები.
მერაბ ჩუხუა, ჩერქეზულ (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორი:
-ეს ფესტივალი კავკასიის ერთიანობის იდეას ახმოვანებს. კავკასიური პოეზია სხვანაირად ძარღვიანია. წარმოდგენილი იქნება არაერთი გამოცემა, თარგმანები, ასევე გვექნება მუსიკალური ნაწილი და კავკასიური, ცეცხლოვანი ცეკვები. ეს ფესტივალი კავკასიელი ხალხის მრავალწლიანი მეგობრობის დასტურია.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს. კავკასია ჩვენი საერთო სახლია!