ეკა კვესიტაძე პრემიერის შვილზე: ,,ზუსტად ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც მამამისმა… გოიმური, მდაბიო, გულსამრევი საქციელი”

ეკა კვესიტაძე პრემიერის შვილზე: ,,ზუსტად ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც მამამისმა... გოიმური, მდაბიო, გულსამრევი საქციელი",,საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა”, – საქართველოს მთავრობის სტრატკომის ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილის დიდი აღშფოთება მოჰყვა. ამ თემასთან დაკავშირებით ფეისბუქპოსტები არ წყდება. ცოტა ხნის წინ ტელეჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დაწერა:
,,პენსილვანიის უნივერსიტეტმა უნდა გაიგოს, რომ ძალიან ღარიბი ქვეყნის პრემიერმა თავის სტუდენტს შვილს ჩარტერი უქირავა და ისე გააფრინა ამერიკაში. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო გოიმური, მდაბიო, აღმაშფოთებელი და გულისამრევი საქციელი არა მხოლოდ პრემიერი მამისთვის, არამედ სტუდენტი შვილისთვის. ზუსტად ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც მამამისმა. ასეთ ასაკში პროტესტის არქონა საკუთარი მამის უგვანი, კორუპირებული, დანაშაულებრივი ქცევის მიმართ სრულიად მეტყველებს სრულწლოვანი ადამიანის ღირებულებებზე! ფუი, მართლა!”.