,,ბექა, შვილო, თოფი გესროლა-მეთქი…” – კახეთში 85 წლის კაცი 35 წლის მაშველის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

,,ბექა, შვილო, თოფი გესროლა-მეთქი..." - კახეთში 85 წლის კაცი 35 წლის მაშველის მკვლელობის ბრალდებით დააკავესკახეთში, სოფელ ვეჯინში მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი მოკლეს. ბრალდებული თანასოფლელი, 85 წლის  მამაკაცი, კოლა გაბიტაშვილია. ის მალევე დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

კოლა გაბიტაშვილი ბექა ჯანიაშვილს ხშირად ემუქრებოდა მოვკვლით. დაპირისპირების მიზეზი მიწის პატარა მონაკვეთი გახდა. ორივე მამაკაცს ვეჯინში ერთსა და იმავე ადგილას ჰქონდათ მიწის ნაკვეთები. ბექა ჯანიაშვილი კუთვნილ საწყობში ხშირად დადიოდა და გზის ის სადაო მონაკვეთი უნდა გაევლო, სადაც გაბიტაშვილი საქონელს მწყემსავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცი მამაკაცი ახალგაზრდა კაცს სანადირო თოფით ჩაუსაფრდა და ერთი გასროლოთ მოკლა.

-ორი მტკაველი მიწის გამო მოკლა… აქ მკვლელს ფერმა აქვს, ბექას _ საწყობები. ეს არის მთავრობის გზა, რომელიც არავის ეკუთვნის და ამაზ ჰქონდათ დავა. მკვლელი ძლივს დახანხალებს, ძლივს დადის, ვერ მოასწრებდა სახლში მისვლას და თოფის გამოტანას, ანუ ჩასაფრებული იყო, ბექას ელოდებოდა, – ამბობს ვეჯინში მცხოვრები მამაკაცი ,,მთავართან”.

საზარელი მკვლელობის თვითმხილველი ბექა ჯანიაშვილის მამაა. ის ,,მთავართან” ტრაგიკულ მომენტს იხსენებს:

-100 მეტრში ვიყავი, თოფის ხმა რომ გავიგონე. ვაიმეო, ჩემმა შვილმა თქვა… ბექა, შვილო, თოფი გესროლა-მეთქი… 60-80 მეტრი გამოიარა და გზაზე დავარდა. ერთი ვაზნაა დაცლილი, ოღონდ მრავალსაფანტიანი. ექსპერტს უთქვამს, 48 ცალი ამოვიღეთ ის საფანტიო.

ფოტოზე ბექა ჯანიაშვილის მამა