,,უცებ დიდი ხმა იყო, გავიხედეთ და მთა მოდიოდა, შენობამ დაგვიფარა” – ვერტმფრენებს სტიქიის ზონიდან ადამიანები გამოჰყავთ

,,უცებ დიდი ხმა იყო, გავიხედეთ და მთა მოდიოდა, შენობამ დაგვიფარა" - ვერტმფრენებს სტიქიის ზონიდან ადამიანები გამოჰყავთმაშველები და ვერტმფრენები უკვე რაჭაში არიან. მათ სასტუმრო ,,სანსეტიდან” ადამიანები გამოიყვანეს, ყველა უვნებელია.

-უცებ იყო დიდი ხმა, გავიხედეთ და მთა მოდიოდა. სასტუმროს შენობამ დაგვიფარა, მის გარშემო ყველაფერი მეწყერმა წაიღო. გარშემო იყო სახლები, მაგრამ ამბობენ, რომ იქაც ყველა გადარჩა. ყველაფერი წაიღო, მანქანებიც. მანქანაში რომ ვყოფილიყავით, შანსი არ გვექნებოდა. ყველაფერი ბედისწერაა, – ამბობს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ვერტმფრენმა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანა.