,,მეუღლეს და სამ შვილს ვეძებ… გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ამ ღამეს ბავშვები, ხალხო, გააკეთეთ რამე” – ადამიანები დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებენ

,,მეუღლეს და სამ შვილს ვეძებ... გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ამ ღამეს ბავშვები, ხალხო, გააკეთეთ რამე" - ადამიანები დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებენ

ტელეკომპანია ,,პირველის” გადაცემა ,,რეაქციაში” რაჭიდან ჩაერთო ახალგაზარდა მამაკაცი, გიორგი, რომელიც მეუღლეს და სამ შვილს ეძებს. ბავშვენი არიან 2 წლის, 3 წლის და 7 წლის. მამის თქმით, ისინი კოტეჯში იყვნენ და, სავარაუდოდ, მეწყერში მოყვნენ. ვერტმფრენებით სამაშველო სამუშაოები კი შეწყვეტილია, სტიქიია ადგილზე მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს.

-მეუღლეს და სამი შვილს ვერ ვუკავშირდები, მგონი, მეწყერში არიან მოხვედრილი. მივმართავ ყველას, პილოტებს, მაგათ უფროსებს, რამე ვერტმფრენი გამოყავით ღამით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყოს. გთხოვთ! ვერ გადაიტანენ ამ ღამეს, 2 წლის, 3 წლის და 7 წლის ბავშვები არიან. ნუთუ არ გეცოდებათ ეს ბავშვები, ხალხო, ძალიან გთხოვთ! ჩემი მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, რა დღეში არიან. ისინი იყვნენ შოვში, კოტეჯში, რომელიც, როგორც მეუბნებიან, წალეკილი აქვს მეწყერს. არავინ არც არაფერს გვეუბნება.

სამაშველოსთან მივედი და იქ არიანო. ნახეს არ ნახეს, გახიზნულები არიან, ტყეში არიან… რამე გვითხარით, არ შეიძლება ასე! ხალხო, რამე ქენით, ერთი ზარი გააკეთეთ, რამე გააკეთეთ, ძალიან გთხოვთ, ვერ ავწევთ ვერტმფრენებს, შუქი არ გვაქვს, რომ მივანათოთო, სად არიან ის ვერტმფრენები, რომლებსაც შეუძლიათ ღამის სამძებრო სამუშაოები ჩაატარონ, – ამბობს სამი შვილის მამა, რომელიც ოჯახს ეძებს.

,,რეაქციაში” რაჭის ყოფილმა გუბერნატორმა, ოთარ სირაძემ განაცხადა, რომ მისი მეგობარი, გელა ბუტაშვილი ეძებს ორ შვილს, ცოლისდას და ათამდე ადამიანს.

-ჩემი მეგობარი გელა ბუტაშვილი ცხოვრობს გლოლაში, აქვს ბიზნესი, საკუთარი კოტეჯები. გელას ჰყავს ორი შვილი, რომლებსაც ვერ პოულობს, ასევე ვერ პოულობს ცოლის დას, რომელიც ორ შვილთან ერთად არის და ასევე 5 ტურისტს, რომლებიც მის კოტეჯებში იყვნენ. საუბედუროდ, ეს კოტეჯები წაიღო მეწყერმა, – ამბობს ოთარ სირაძე ,,რეაქციასთან”.

სტიქიის ზონაში ნაპოვნია ორი ცხედარი, რამდენიმე ადამიანს კი ვერ უკავშირდებიან. სტიქიის ზონაში დენი არ არის და კავშირი ჭირს. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი ტყეშია შეხიზნული.