ლაშა ბერულავა: ,,ცუდი ამბის მაცნე ვარ, ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა”

ლაშა ბერულავა: ,,ცუდი ამბის მაცნე ვარ, ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა"ჟურნალისტი ლაშა ბერულავა შოვში დაღუპულ ზაზა მესხსა და მის ოჯახზე წერს:

,,ცუდი ამბის მაცნე ვარ: ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა – მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს. ზაზა მესხის ოჯახის წევრი, რაფაელ გოგიტიძე წერს: ,,რამდენიმე დღის წინ ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა “ზაზა”. გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ,,ალინა”. ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ახლახან ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული. განისვენოს შენმა სულმა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…”.

გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ზაზას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს – ზაზა ნამდვილად მთელ ქვეყანას დააკლდა, არა მარტო მის ოჯახს… ალინა და ზაზა, სამ მცირეწლოვანთან ერთად შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყვნენ. ამ დრომდე ნაპოვნია ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და ზაზას უფროსი შვილის ცხედრები.
სულ ნაპოვნია 31 ცხედარი, 30 ამოცნობილია, 2 დაკარგულს ეძებენ – ორივე ბავშვია, 1 დნმ ანალიზის პასუხს (გუშინ ნაპოვნი ბავშვისას) ელოდებიან”.