,,დავამზადე ქართული პესტო” – სასარგებლო რეცეპტი მაია მიქაშავიძისგან

,,დავამზადე ქართული პესტო" - სასარგებლო რეცეპტი მაია მიქაშავიძისგანსამკაულების დიზაინერიმ მაია მიქაშავიძე ქართული პესტოს რეცეპტს უზიარებს მეგობრებს და წერს:

,,ჩემს კვების რაციონში შედის მწვანილი, რომლის ყოველდღე გარეცხვა რუტინაა, ამიტომ დავამზადე ქართული პესტო. გირჩევთ, თქვენც გაიმარტივოთ სასარგებლო პროდუქტის მიღება.

ინგრედიენტები და მომზადება:

200 გრ მწვანილი (ქინძი, ოხრახუში,რეჰანი – შავი არაა), ნახევარი თავი თეთრი ხახვი, ერთი კბილი ნიორი (მეტი – არა), ნახევარი ლიმონი (გათლილი, კურკაგამოცლილი), 150გრ ზეითუნის ზეთი,  ნახევარი ყველი ,,სანებო ალპური”, ნახევარზე ცოტა მწვანე წიწაკა და ჰიმალაის მარილი. ეს ყველაფერი ჩოფერში ადღვიბეთ და მიირთვით”.