,,დათო ჯელაძე ჩემი თანამშრომელია, ისევ იმუშავებს ჩვენთან და პოლიტიკურად ვერ გამოიყენებთ!” – ნინო ჯღარკავა

,,დათო ჯელაძე ჩემი თანამშრომელია, ისევ იმუშავებს ჩვენთან და პოლიტიკურად ვერ გამოიყენებთ!" - ნინო ჯღარკავა,,ორკილომეტრიანი ენა რომ აქვს გადმოგდებული იმ ჯელაძეს და გმირი ვარ და ხალხს ვუყვარვარო, გაკივის, მართლა ნუ გვამეტებს თავს, ან იმ ღვარცოფში ფოტოების გადასაღებად როგორ ეცალათ”, – წერდა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა რამდენიმე დღის წინ. ,,ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ კი, როცა მმართველი პარტიის ლიდერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ შოვში გადარჩენილ დავით ჯელაძეს გული ატკინა, ნინო ჯღარკავამ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს:

,,ახლა ყველამ კარგად მომისმინეთ – ,,ჩემიანმაც,, და სხვისიანმაც. დიდი ხანია ყელზე გადგავართ, იმიტომ, რომ თქვენზე თავისუფალი, გულწრფელი და მართალი ვარ, არც ბოღმა ვარ და არც გაჭირვებულებისთვის შემიქცევია ზურგი. დავიჯერო, რომელიმე ნაცს ჩემზე მეტად შეგტკივათ დათო ჯელაძეზე გული? არა, რადგან ჯელაძე ჩემი თანამშრომელია, ყველას გაგვიხარდა, რომ გადარჩა და სამჯერ ვიტირე მისი პირველი ინტერვიუს მერე.

შემდეგ დაიწყო ნაცტელევიზიებში სირბილი – ,,ფორმულა”, ,,მთავარი არხი”, ,,ტვ პირველი”. დღეში სამჯერ აყოლებდნენ ისტორიას – მთავრობამ ხო დააგვიანა, ვერტმფრენი ხო გვიან ჩამოვიდა, არავინ არ მოგეხმარა ხოომ? ხოდა გადარიეს კაცი და ბოლოს ისიც დაწერა – კობახიძე შენგან განსხვავებით,  მე ხალხს ვუყვარვარო. ხიბლში ჩავარდა ახალგაზრდა კაცი და უკვე ნაცების რუპორად აქციეს. სწორედ ამას ვგულისხმობდი პოსტში, რომ განსაცდელის დროს ფოტოების გადაღებისთვის მე ვერ მოვიცლიდი-თქო, უპრიანი იქნებოდა, იმ დაღუპულ პოლიციელზე დაეწერა, იმ გარდაცვლილებზე, იმ მაშველებზე, იმ გლოველ ვაჟკაც ბიჭებზე.

სულ ეს იყო ჩემი პოსტის შინაარსი. მათრიეს, მწყევლეს, მაგინეს და დღეს მე გამომიყვანეს დედამიწის ჭიპი. ხოდა თქვენგან განსხვავებით კალაძის წყევლიდან ჯელაძის ვაჟკაცობამდე რო მიხვედით, კეთილებო, ,,საყვარლებო, ,,უბოროტოებო” და ფარისევლებო, მე იმის თქმაც შემიძლია,  რომ თუ ჩემი პოსტი ისე სათანადოდ ვერ გაიგეთ, აგიხსნათ და გიხსნით კიდეც. ხოდა ბოდიში, რომ თქვენზე მწარე სიმართლე მიყვარს და არასდროს არავინ მესიჯბოქსს არ მითვლის!

დათო ჯელაძე კი თავის ანგელოზ ულამაზეს დისშვილებთან ერთად ბედნიერი იქნება, ისევ იმუშავებს ჩვენთან და პოლიტიკურად ვერ გამოიყენებთ! სულ ესაა. დღეიდან ჩემი კედელი სვავებისთვის იკეტება და აწი დაჭამეთ ერთმანეთი! ადიოოს”.