,,ბავშვები ცუდად არიან, წვიმა თუ დაიწყო, დავიხოცებით ყველა” – მეწყერში მოყოლილები შველას ისევ ითხოვენ

რაჭაში ვერტმფრენები სტიქიის დაწყებიდან 3 საათში გამოჩნდნენ. გამოყვანილია 12 ადამიანი. თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი დაჯდომას ვერ ახერხებდა.

,,მთის ამბები” ავრცელებს ფოტოს შემთხვევის ზონიდან და მეწყერში მოყოლილ ადამიანთან მიმოწერას, რომელიც წერს: ,,გთხოვთ, გაგვიგეთ, სად არიან. რამდენი ხანი გავიდა, ბავშვები ცუდად არიან. წვიმა თუ დაიწყო, დავიხოცებით ყველა”.

შოვისკენ ძალიან ბევრი სამაშველო მანქანა მიემართება. მსხვერპლის შესახებ, საბედნიეროდ, ინფორმაცია არ ვრცელდება.