ამ წუთებში ბავშვი ჩამოწოლილი მიწიდან უვნებელი გამოიყვანეს – რა ხდება რაჭაში

ამ წუთებში ბავშვი ჩამოწოლილი მიწიდან უვნებელი გამოიყვანეს - რა ხდება რაჭაშიტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში ამბროლაურიდან ჟურნალისტი ეთო ასანიძე ჩაერთო, რომელიც მეწყრის ზონაში, შოვში მიემართება.

-როგორც მეუბნებიან, დაშავებულები არ არიან, ერთ ახალგაზრდას და ბავშვს ვერ უკავშირდებიან და ვარაუდობენ, რომ გზის მეორე მხარეს არიან. 16-ვე ერთი ოჯახის წევრები არიან. მანქანით მიდიოდნენ. ისინი მანქანებიდან გადმოვიდნენ და მეწყერში არიან. ელოდებიან სამაშველო ვერტმფრენს, – ამბობს ასანიძე.

სასტუმროს ეზოდან, რომელიც მეწყრის ზონაშია, ადგილობრივებმა ამ წუთებში მცირეწლოვანი ბავშვი უვნებელი გამოიყვანეს.

ფოტოზე ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც ბავშვი ამოიყვანა.