,,მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს ქუჩაში, იყო მარტო, ბრუნდებოდა სახლში” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

,,მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს ქუჩაში, იყო მარტო, ბრუნდებოდა სახლში" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანიმსახიობ გია ფერაძის ქალიშვილის, მარიკუნა მიქატაძის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. როგორც ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ეს ვერსიები სინამდვილეს არ შეეფერება. ,,ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე. ჭორები, მისი ცხოვრების ქექვა, გარჩევა იყო მისი მთავარი კარმა, რასაც ისე გაექცა, ისე გაექცა…
საბერძნეთის პოლიცია არკვევს ნამდვილ მიზეზს. ექსპერტიზის პასუხია მთავარი, რასაც ელოდებიან მეგობრები. ამიტომ აქამდე გავრცელებული ყველა ვერსია ტყუილია. მართალია მხოლოდ ის, რომ მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში. იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში”. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.