,,ვაგნერელებმა როსტოვი უბრძოლველად აიღეს” – გუბერნატორმა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა

,,ვაგნერელებმა როსტოვი უბრძოლველად აიღეს" - გუბერნატორმა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდავრცელდება ვიდეოები როსტოვიდან, სადაც ჩანს, რომ პრიგოჟინი შესულია რუსეთის სამხედრო ოლქის შტაბში და გენერლებს ელაპარაკება _ შოიგუს მოადგილე ევკუროვს და გენშტაბის უფროსის მოადგილეს, ალექსეევს.

,,პრიგოჟინი შესულია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბში და გენერლებს ამუნათებს. ეს გენერლები არიან შოიგუს მოადგილე ევკუროვი (!) და გენშტაბის უფროსის მოადგილე ალექსეევი. ვორონეჟის ოლქში შეტაკებები მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში არც პუტინი და არც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა საჯაროდ არ გამოჩენილა, რაც სრულ ქაოსზე მიუთითებს. პრიგოჟინი წერს, რომ რეგულარული ჯარი წინააღმდგეგობას იშვიათად უწევს და რამდენიმე ათეული ჯარისკაცი უკვე “მის მხარეზე” გადავიდა.
ვაგნერელებმა როსტოვი (მათ შორის, იქ განლაგებული რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი, შსს-ს და ფსბ-ს სამმართველოები და განყოფილებები, ოლქის და საქალაქო ადმინისტრაციები) უბრძოლველად აიღეს! ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში რუსული არმიის მომარაგებას ვაგნერი აკონტროლებს, ანუ მთელი რუსული ჯარი უკრაინაში მძევლად ჰყავთ აყვანილი.
როსტოვის ირგვლივ ისმის სროლა. ვაგნერელებმა ჩამოაგდეს მინიმუმ ორი რუსული სამხედრო ვერტმფრენი, რომლებმაც მათზე იერიში მიიტანეს (ტრასასთან გდია, იწვის)” – წერს ნიკოლოზ ლოლაძე სოციალურ ქსელში და ვიდეობს ავრცელებს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისგან და შესაძლებლობა თუ აქვთ, ქალაქი დატოვონ.