როგორ მზადდება ელისო კილაძის საფირმო აჯაფსანდალი – ,,კარგი დიასახლისი ვარ, შემიძლია სხვა რეცეპტებიც შემოგაშველოთ”

როგორ მზადდება ელისო კილაძის საფირმო აჯაფსანდალი - ,,კარგი დიასახლისი ვარ, შემიძლია სხვა რეცეპტებიც შემოგაშველოთ",,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე თავისი საფირმო კერძის რეცეპტს უზიარებს ფეისბუქმეგობრებს – აჯაფსანდალის.
,,აჯაფსანდლის ბიზნესზე რომ დამტროლეს, გახსოვთ, ხო? ჰოდა, მაშინ მთხოვეს და ახლა დავწერ, როგორ ვამზადებ: წვრილად დავჭრით ხახვს და ოხრახუშს, მოვთუშავთ ზეთში, ხახვი ოდნავ ფერს რომ შეიცვლის, დავასხამთ გახეხილ პომიდორს (მე ბლენდერი არ მიყვარს, გემოს უფუჭებს), გათლილ ბადრიჯანს, დატეხილ პარკი ლობიოს და კარტოფილს. ჯერ ოდნავ მაღალ ცეცხლზე წამოვადუღებ (10წთ), კარგად მოვურევ, დავუწევ გაზს და ბოლომდე ჩავშუშავ.
პერიოდულად უნდა ამოურიოთ ღრმად!
კარტოფილი როცა მოიხარშება, ვუმატებ დანაყულ ქინძს და ნიორს, წვრილად დაჭრილ, მწვანე წიწაკას (თუ გიყვართ). თეფშზე გადმოღების წინ მოვაყრით წვრილად დაჭრილ რეჰანს. მარილი გემოვნებით!
აუცილებელი პირობაა – პომიდორი უნდა იყოს მწიფე და აუცილებლად წითელი (ვარდისფერი ასე ცოცხალი არ გამოდის)
p.s. კარგი დიასახლისი ვარ – შემიძლია სხვა რეცეპტებიც შემოგაშველოთ.
ღომის გაკეთება არ ვიცი. რომა შამათავას დედა მიკეთებს ხოლმე სულ”, – წერს ელისო კილაძე.