იტალიური არომატები საქართველოში შემოვიდა – ,,ლერბოლარიო” ქართულ წალკოტში

იტალიური არომატები საქართველოში შემოვიდა - ,,ლერბოლარიო" ქართულ წალკოტში

ყველაზე ნატურალური იტალიური ბრენდი “ლერბოლარიო” უკვე საქართველოშია და, ტრადიციულად, ეს სიახლე “ისი პარის” მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი. ბრენდის კონცეფცია მთლიანად ნატურალურ ინგრედიენტებზეა ორიენტირებული. თავად სახელწოდებაც – “ლერბოლარიო” – ბუნებრივი და სამკურნალო მცენარეების შესწავლას ნიშნავს. სწორედ ამ კონცეფციის უკეთ შესაგრძნობად და იტალიური ბრენდის გასაცნობად “შევარდნაძის გარდენია” შეირჩა.

გაზაფხულის ყვავილების საოცარმა გარემომ, იტალიურმა ატმოსფერომ და “ლერბოლარიოს” პროდუქციის გაცნობამ ერთობლიობაში მართლა საოცარი შთაბეჭიდლება მოახდინა. ზურა შევარდნაძემ კი არ დაიზარა და მედიის წარმომადგენლებს თაიგულების შექმნის მასტერკლასებიც შესთავაზა.

“ისი პარის” კონტენტ მენეჯერმა, ლინა ქალდანმა, ყვავილებისა და არომატების გარემოში ახალი პროდუქცია ასე წარუდგინა შეკრებილ საზოგადოებას:

– “ისი პარის” ბრენდების პორტფოლიოს კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი შემოემატა. იტალიური ბრენდის “ლერბოლარიოს” პროდუქცია განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უყვარს თავის მოვლა, ზრუნავს ჯანსაღ კანზე, თმის სტრუქტურაზე და უყვარს ბუნება.

რაც მთავარია, ეს არის 100 პროცენტით ვეგანური ხაზი, რაც ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტი დამზადებულია ბიოინგრედიენტებით. ყოველი პროდუქტი გაჯერებულია იტალიური სულით. “ლერბოლარიო” აწარმოებს ტანის, სახისა და თმის მოვლის საშუალებებს. მას სუნამოების ხაზიც აქვს, სადაც მონო არომატების ფართო არჩევანია.