,,ზურაბ ყიფშიძემ არ დატოვა მოფერების გარეშე, ამიჩუყდა გული და ჩავეხუტე” – ყიფშიძეების ოთხფეხა მეგობარს ოპერაცია დასჭირდება

,,ზურაბ ყიფშიძემ არ დატოვა მოფერების გარეშე, ამიჩუყდა გული და ჩავეხუტე" - ყიფშიძეების ოთხფეხა მეგობარს ოპერაცია დასჭირდებამსახიობ ზურაბ ყიფშიძის და მისი შვილის, მოდელ ლენუკა ყიფშიძის ძაღლს ოპერაცია დასჭირდა.  მამა-შვილი თავიანთ ოთხფეხა მეგობარს ბოლომდე ამხნევებდნენ და ეფერებოდნენ. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამ ფაქტს კლინიკაში მარიამ რუაძე შეესწრო და სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად თავისი ემოციებიც გაგვიზიარა:

„თავიანთი ცუგა ჰყავდათ საოპერაციოდ და შეუძლებელია იმის აღწერა, როგორ განიცდიდნენ. ბატონმა ზურამ ცხოველი არ დატოვა მოფერების გარეშე, გარეთ ფისო იყო და იმაზე ნერვიულობდა, თუ არ ჰყავს პატრონი, წავიყვანო… ამიჩუყდა გული და ჩავეხუტე ბატონ ზურას და მადლობა ვუთხარი ამხელა ადამიანობისთვის და ცხოველების სიყვარულისთვის”.