
შეგახსენებთ, რომ საქართველო წელს არ მონაწილეობს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“.
თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს, რადგან საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ხოლო „კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული“.
პოლიტიკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „მცველი 23“-ის მიღმა დარჩენა საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური კურსით სვლის გამოვლინებაა.
„მცველი 23“ არის შეერთებული შტატების, ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული სამხედრო სწავლება/წვრთნები, რომელიც ყოველ წელს ტარდება.