,,სოსო ჯაჭვლიანი ცოცხალია და გადარეულია ამ ჭორით!” – ინგა გრიგოლია

,,სოსო ჯაჭვლიანი ცოცხალია და გადარეულია ამ ჭორით!" - ინგა გრიგოლიარამდენიმე საათია, რაც სოციალურ ქსელებში ზიარდება ჭორი სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ! ამ ჭორით თავად სოსო ჯაჭვლიანიც ძალიან შეუწუხებულია.

,,ხალხო, ძალიან შევწუხდი სოსო ჯაჭვლიანის ამბავზე. დავურეკე და პირდადად ვესაუბრე. ადამიანი არის ცოცხალი და გადარეული ამ ჭორით. ცოცხალია და ღმერთმა ამყოფოს კარგად და დიდხანს! რატომ გიჟდება ეს ერი სიკვდილზე და ტრაგედიებზე, თან აი, მართლა გიჟდება, რა. რა კომპლექსია ეგ?!” – წერს ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ,,ფეისბუქში”.

სოსო ჯაჭვლიანის მეგობარი, პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ლორთქიფანიძე წერს, რომ მის მეგობარს ჯან­მრთე­ლო­ბა კი აქვს ძა­ლი­ან შერ­ყე­უ­ლი, მაგ­რამ ,,ამა­საც მო­ე­რე­ვა ექი­მე­ბი­სა და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თანად­გო­მით”.