სისხლიანი გარჩევა ვერაზე – მოკლულია მამაკაცი

სისხლიანი გარჩევა ვერაზე - მოკლულია მამაკაცითბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ორი მამაკაცი კი დაჭრილია – ,,პირველის” ინფორმაციით, ბიზნესმენი, სამი კომპანიის მფლობელი ვიქტორ მარგველაშვილი და გამვლელი, რომელსაც გარჩევასთან შეხება არ ჰქონია და, სავარაუდოდ, ტურისტია). ამ წუთებში მთელი გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტილია და ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

თავდამსხმელმა მამაკაცს ცეცხლი ერთ-ერთ კაფესთან გაუხსნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სისხლიან გარჩევაში არაერთი ადამიანი მონაწილეობდა.