,,საკვების ნაკლებობის გამო რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება” – ელენე თაბაგარს, რომლის წარმატებითაც ხშირად გვიამაყია, დახმარება სჭირდება

,,საკვების ნაკლებობის გამო რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება" - ელენე თაბაგარს, რომლის წარმატებითაც ხშირად გვიამაყია, დახმარება სჭირდებაპიანისტი ელენე თაბაგარი, რომლის წარმატებებითაც არაერთხელ გვიამაყია, თავის გაჭირვებაზე ალაპარაკდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში 100-პროცენტიანი დაფინანსებით სწავლობს, ხშირად საჭმლის ფული არ აქვს. ახლა კი დიდი პრობლების წინაშე დგას – ჯულიარდის მაგისტრატურაზე 100%-იანი გრანტით სწავლის შეწყვეტა უწევს, ისევ და ისევ უფულობის გამო. არადა ჯულიარდში სწავლა მსოფლიოს უამრავი მუსიკოსისთვის მხოლოდ ოცნებაა.

-გავიზარდე თბილისში, სიღარიბის ჩრდილში. ვუყრებდი გოგოებს და ბიჭებს, რომლებსაც მუსიკოსად განვითარებისთვის მთელი არმია ედგათ გვერდით, მე კი მხოლოდ მარტოს, შორიდან მომიწია შემოვლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, კონსერვატორიაში ჩაბარების ნაცვლად, მომიწია ოჯახის დასახმარებლად  დღის და ღამის ცვლაში 12-საათიან ცვლებში ფეხზე მდგომს მუშაობა სასტუმროებში, სადაც ვიყავი ერთადერთი 17 წლის თანამშრომელი.

ერთი წლის შემდეგ ამერიკის მუსიკალურ სასწავლებლებში ჩავაბარე დამოუკიდებლად. დღემდე ყველა მეკითხება, ვისი დახმარებით შევძელი ეს და არ სჯერათ, რომ ეტაპობრივად, დამოუკიდებლად გამოვიარე ყველაფერი. 2018 წლიდან ფლორიდაში ვსწავლობდი ბაკალავრიატზე სრული დაფინანსებით. ამის შემდეგ 100-პროცენტიანი დაფინანსებით ჩავირიცხე ჯულიარდის ასპირანტურაზე სრული დაფინანსებით… ფლორიდაში დამოუკიდებლად ვცხოვრობდი. 8 სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი კამპუსზე, რადგან ჩემი ვიზის სტატუსით სხვაგან მუშაობის უფლება არ მქონდა. აქ ცხოვრება ერთ-ერთი რთული ცხოვრებაა, იმაზე რთული, ვიდრე მე საქართველოში მქონდა. აქედან ვეხმარებოდი ოჯახს… უნივერსიტეტში წარმატებებს გადარჩენისთვის ბრძოლის პარალელურად მივაღწიე. იყო დრო, როცა მთელი დღე არ მეჭამა საჭმელი და მხოლოდ წყალზე და მუსიკაზე ვიყავი დამოკიდებული.

ჯულიარდში გამგზავრებამდე საქართველოში ჩამოვედი ვიზის გასაგრძელებლად. 4 წელი არ მენახა ოჯახი. ჩემს ასაკში 3-4 სპონსორი ჰყავთ, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ კონკურსებში სიარულს. საქართველოში ყოფნის დროს მივმართე ყველა სამინისტროს, ბანკებს, განათლების ცენტრს, მუსიკოსთა საქველმოქმედო ფონდს, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ოჯახს მოუწია სახლის გაყიდვა, რომ აქ ჩამომეღწია თვითმფრინავით მაინც… ძალიან მიჭირს ნიუ იორკში ცხოვრება და სწავლა პარალელურად… რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება საკვების ნაკლებობისგან გამოწვეული პრობლემების გამო, – ამბობს ელენე თაბაგარი ვიდეომიმართვაში. 

ახალგაზრდა პიანისტის ამ მიმართვას უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები გამოეხმაურნენ, მათ შორის _ გიორგი ნიკოლაიშვილი, რომელმაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ელენეს დახმარებისკენ მოუწოდა.
,,ბევრმა ნახეთ ეს ვიდეო და გადავწყვიტე, გვერდით დავუდგეთ ელენე თაბაგარს – ჯულიარდის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს. ემოციებისგან დაცლილი მხოლოდ ორ რამეს მოგიწოდებთ: გააზიარეთ ჩემი პოსტი მაქსიმალურად ყველამ და დავეხმაროთ უნიჭიერეს სტუდენტს, რომ სწავლის შეწყვეტა არ მოუწიოს. ამერიკის ემიგრაცია ყოველთვის ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე და მორალურად არ გვაქვს უფლება, ქართველ სტუდენტს შიმშილისგან სასწრაფო დახმარება სჭირდებოდეს. გიზიარეთ თანხის გადარიცხვის მეთოდებს:
საქართველოს ბანკი GE59BG0000000830874200 მზია თაბაგარი (დედა).
Venmo/CashApp @tabagari415
Zelle: tabagarimusic@gmail.com
ვინც ვერ შეძლებთ ვენმოზე და ზელეზე იმეილით თანხის გადარიცხვას, ასევე შეგიძლიათ ზელეთი ჩემს ნომერზეც ჩარიცხოთ 347-634-4753. აბა, ჩვენ ვიცით ქართველებო!” – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.