,,მთელმა მსოფლიომ დაინახა, ვინ იყო საუკეთესო” – ნუცა ბუზალაძე ,,ამერიკული ვარსკვლავის” ათეულში ვერ მოხვდა

,,მთელმა მსოფლიომ დაინახა, ვინ იყო საუკეთესო" - ნუცა ბუზალაძე ,,ამერიკული ვარსკვლავის" ათეულში ვერ მოხვდამომღერალი ნუცა ბუზალაძე, სამწუხაროდ, პროექტ ,,ამერიკულ ვარსკვლავს” გამოეთიშა, ის ათეულში ვერ მოხვდა. როგორც ყოველთვის, ის ამჯერადაც შესანიშნავი იყო სცენაზე, მაგრამ მომდევნო ტურში გადასასვლელად ხმები არ ეყო.

,,უმაგრესი გოგო ხარ, მთელი საქართველო ამაყობს შენით, წინ დიდი წარმატებები გელის, ყოჩაღი ხარ, მადლობა შენს ოქროს დედას, ასეთი რომ ჰყავხარ”, ,,ნუცა საუკეთესო ხარ, შენ წარმატებას უკვე მიაღწიე, აისრულე ოცნება და წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება გელის”, ,,იმდენი არიან, თან ბოღმიანები,  მარტო იმიტომ მისცემდენ სხვას ხმას, ქართველი რომ არ გადასულიყო. თუმცა მთელმა მსოფლიომ დაინახა, ვინ იყო საუკეთესო”, ,,უსაყვარლესო, გულდასაწყვეტია, თორემ სანერვიულო არაფერია, შენ უძლიერესი გოგო ხარ და უფრო დიდი მწვერვალები გაქვს დასაპყრობი”, ,,საოცრად გამოიყურებოდი, ძალიან გიხდებოდა წითელი ფერი. ჩაცმულობითაც კი პირველი იყავი სცენაზე…” – წერენ კომენტარებში.