ხათუნა ხოფერია: ,,სავიზიმო რეჟიმის მოხსნის შემდეგ დიდი სიმძიმე მომეხსნა, ჩავუყვან პეტერბურგში ჩემს 90 წლის დედამთილს შვილთაშვილებს”

ხათუნა ხოფერია: ,,სავიზიმო რეჟიმის მოხსნის შემდეგ დიდი სიმძიმე მომეხსნა, ჩავუყვან პეტერბურგში ჩემს 90 წლის დედამთილს შვილთაშვილებს"პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია გახარებულია იმით, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზიმო რეჟიმი გააუქმა.

,,საერთოდ აღარ მაინტერესებს, ვინ, სად, როდის, რა ქნა… რაღაცნაირი სიმშვიდე მაქვს 30- ის აქციის შემდეგ. ან რა უნდა მაინტერესებდეს?! რა თქვა ოპოზიციამ? რატომ იბრდღვნის ბუმბულს სალომე?!.. რას აპირებენ ულიდეროდ დარჩენილი ოპოზიციონერები? აბა, სადაა ოპოზიცია? ფაფუ, არაა.. არა… როგორც აღმოჩნდა, ქართული ოპოზიცია კი არა, ქოლცენტრის თანამშრომლები ყოფილან, ყველა ერთად, თავისი ჟურნალ- გაზეთებიანად. ჰოდა, ამათ ვუსმინო?
არ მინდა, ბატონო, ესენი ევროპაში ტელეფონიდან ატყავებდნენ ადამიანებს. ჩვენ კიდე კარგად ვართ გადარჩენილები.
ასე რომ, ჩემი ქილცენტრის თანამშრომლებო, უვიზო რეჟიმიც იქნება, პირდაპირი ფრენებიც, კანდიდატის სტატუსსაც მოგვანიჭებენ თურქეთივით 30 წლით. შავი ზღვის აუზის ქვეყნების დეამერიკანიზაციაც მოხდება, როგორც ბიძია ერდოღანმა თქვა… უფ, კუდევ ბეეევრი რაღაცეები იქნება, სულ ქოლცენტრში რომ მოგხვდებათ, ისეთი. ტალახაძე კიდევ ბევრჯერ დაძლევს საკუთარ მსოფლიო რეკორდს, კვარა უამრავ უალამაზეს გოლებს გაიტანს, რაგბშიც და კალათბურთშიც გავხდებით ჩემპიონები, ყველაფრის ჩემპიონები გავხდებით… უფრო სწორედ, ვართ!
ახლა წავედი, დავიძინებ მშვიდად, მშვიდობიან საქართველოში!
P.S. სავიზო რეჟიმის მოხსნის ამბავი რომ გავიგე, დიდი სიმძიმე მომეხსნა. ჩავუყვან პეტერბურგში ჩემ 90 წლის დედამთილს თავის 8 შვილთაშვილს, გავაბედნიერებ!!!…
და… როცა წავა, თავისი გაზრდილი შვილიშვილები გააცილებენ! ეს კანონზომიერია! ეს ასე უნდა ყოფილიყო!” – დაწერა ხათუნა ხოფერიამ.