,,ექიმმა თქვა, უიმე, აქ როგორ მივიღოო… 4 წლის ბავშვი დედას ჩააკვდა ხელებში” – ტრაგედია გორში

,,ექიმმა თქვა, უიმე, აქ როგორ მივიღოო... 4 წლის ბავშვი დედას ჩააკვდა ხელებში" - ტრაგედია გორშიგორში დიდი ტრაგედია ტრიალებს. 4 წლის ბავშვი გარდაცვალების მიზეზად ჩუტყვავილა სახელდება. ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ბავშვის გადრდაცვალება ექიმების დაუდევრობამ გამოუწვია – მათ ბავშვს სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

-თბილისში უნდა წაგვეყვანა, უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, „გორმედთან“ მივიყვანეთ. ექიმი გამოვიდა – უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ უნდა მივიღოო. ვეუბნები ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ, ან სხვა რამე-თქო, მაგრამ მოიცადე, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. ბავშვს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს, მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო. არა! პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით. საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბავშვმა გონება დაკარგა, გული ჰქონდა გაჩერებული…

როგორც ყოველთვის, „გორმედში“ გულგრილად მიიღეს და თბილისში წავედით, მაგრამ ვერ ჩავუსწარით. დედას ჩააკვდა ხელებში, – ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის ბებია და ახლობლები ჟურნალისტებთან.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დირექტორის, მარი გიუნაშვილის თქმით:

-მოკვლევის პროცესში ხდება დეტალების დაზუსტება, გარდაცვალებამდე ბავშვის მდგომარეობის, კლინიკაში ვიზიტების, მიმართვიანობის ინტენსივობის, კონკრეტულ ექიმთან – ნინიაშვილთან კონსულტაციების, ბავშვის აცრების სტატუსის შესახებ და ა.შ. ყველა დეტალი დადგინდება.