დღეს დიდი ტრაგედია დატრიალდა. ქვეყანა საპატრულო პოლიციის ორ თანამშრომელს გლოვობს – 31 წლის ვანი ბასანიძეს და 51 წლის გურამ ქარელს. გავრცელებული ინფორმაციით, ქარელთან გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა. პოლიციელები ,,გორმედიში” გადაიყვანეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„საშინელი დილა გაუთენდა დღეს ჩემს მშობლიურ სოფელს, გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი… ჩვენი ვანო, კეთილგულა ბიჭი იყო, მამაჩემის ნათლული, უბოროტო და ალალი, დიდი სხეულით დაჰქონდა ესოდენ დიდი გული. ალალი ბიჭი იყო ვანო. გაიზარდა, უმაღლესი დაამთავრა და საპატრულოში დაიწყო მუშაობა, ბოლო პატრულირება მისთვის მძიმე და საბედისწერო აღმოჩნდა, იმიტომ, რომ კიდევ ერთმა მთვრალმა მძღოლმა იმსხვერპლა ჩვენი ვანო და მისი მეწყვილე. კიდევ ერთმა არაადამიანმა, ჩემს მეზობელ სოფელსაც შავი მეხი დაატეხა თავს, იქაც მიასვენეს ვანოს მეწყვილე, იქაც დედის კივილმა შეძრა სოფელი, ვტირით და ვგლოვობთ ჩვენს ბიჭებს… უბედური დღე გათენდა ჩემს სოფელში, ჩემი პატარა სკოლის ზარი დღეს არ დაირეკება, ყველა ვგლოვობთ ვანოს, ჩვენს კეთილგულა ბიჭს….” – დაწერა ვანო ბასანიძის ახლობელმა, ნატალია კახიაშვილმა სოციალურ ქსელში.