,,ამ ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს, მაგრამ რად უნდა? მას აქვს ის, რასაც ფულით ვერ შეიძენ” – სანდრა ბულოკი კიანუ რივზზე

,,ამ ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს, მაგრამ რად უნდა? მას აქვს ის, რასაც ფულით ვერ შეიძენ'' - სანდრა ბულოკი კიანუ რივზზეტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია ჰოლივუდის ვარსკვლავის, სანდრა ბულოკის პოსტს აქვეყნებს იმ ადამიანებისთვის, ვინც თავიანთ ცხოვრებაზე წუწუნებენ. ლიზა წერს:
,,სანდრა ბულოკის პოსტი ვნახე ინსტაგრამზე და მომინდა, მეთარგმნა თქვენთვის: ,,ეს კიანუ რივზია. 3 წლის ასაკში მამამ მიატოვა, მერე მონაცვლეობით სამი მამინაცვალი ზრდიდა.
მას დისლექსია (კითხვა უჭირს) აქვს. ოცნებობდა ჰოკეიზე, მაგრამ ტრავმის გამო ვერ შეძლო.
მისი შვილი დაბადებისას გარდაიცვალა. ცოლი ავტოავარიას შეეწირა. და ლეიკემიას ებრძოდა.
საუკეთესო მეგობარი რივერ ფენიქსი ნარკოტიკებმა დაღუპა.
მას არ ჰყავს პირადი დაცვა და არ ცხოვრობს ლაქშერი-სახლებში. ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობს, ბევრს დადის ფეხით და ხშირად მეტროთი მგზავრობს. ერთხელ შემთხვევით, ფილმ ,,სახლი ტბასთან” გადაღებისას ორი კოსტიუმერის საუბარი მოისმინა – ხვალ თუ 20 000 დოლარი სესხი არ დავფარე, სახლს დავკარგავო. მეორე დღეს ამ ადამიანს ანგარიშზე ეს თანხა ეჯდა.
75 მილიონი მხოლოდ ,,მატრიციდან” გადარიცხა საქველმოქმედო ფონდებში. და ეს მხოლოდ ნაწილია, რასაც კიანუ ქველმოქმედებაში ხარჯავს. ზოგჯერ ლოს ანჯელესის უსახლკაროთა სახლებში მიდის და იქ თავისი ცხოვრების ისტორიებს ყვება.
უყვარს ქუჩაში ჭამა. საცხობთან ჩამოჯდება ხოლმე ბრიოშით ხელში და ვინც გამოელაპარაკება, ყავას სთავაზობს. ამ ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. მაგრამ რად უნდა? მას აქვს ის, რასაც ფულით ვერ შეიძენ, არის ნამდვილი და ჭეშმარიტი. Keanu Reeves, The One”, – წერს სანდრა ბულოკი.
ახლა კი, ვინც თავის ცხოვრებაზე წუწუნებთ, დაფიქრდით”.