ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე: ,,ამას ვწერ და არც კი მჯერა, რომ ეს ცხადში ხდება”

ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე: ,,ამას ვწერ და არც კი მჯერა, რომ ეს ცხადში ხდება"მომღერალი ნუცა ბუზალაძე ერთ-ერთი გამოკითხვით 85.51% -ით ლიდერობს ,,ამერიკის ვარსკვლავის” კონკურსანტებს შორის. ხმათა რაოდენობას და შედეგებს კი გავიგებთ მომავალ ლაივზე, ანუ შემდეგ ორშაბათს. ნუცას ამ წარმატებაზე ,,ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელი, ზაზა შენგელია ,,ფეისბუქში” წერს:
,,ლეგენდარულმა ლაიონელ რიჩიმ ამჯერად თავის ტვიტერის ექაუნთზე დადო პოსტი ნუცას შესახებ, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება – ,,ის გავლენა, რომელიც შენ გაქვს აუდიტორიაზე, არ ისწავლება, დიდებული სამუშაო გასწიე“. ეს უკვე მეორე დიდი აღიარებაა უდიდესი მუსიკოს მაიკლ ჯექსონთან ერთად, ყველა დროის საუკეთესო ჰიტის, We Are The World-ის თანაავტორის მხრიდან.
ვფიქრობ, ბატონი ლაიონელი ნუცას მთავარი ლობისტია ამ კონკურსზე (თან ამას ვწერ და თან არც კი მჯერა, რომ ეს ცხადში ხდება), რაც ძალიან მიხარია, რადგანაც ჟიურის წევრებისგან სწორედ მისი აზრი ნუცაზე არის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის.
უმნიშვნელოვანესია, რომ ლაიონელ რიჩიმ ეს პოსტი, სადაც ნუცასთვის ხმის მისაცემი ნომერიც წერია, მაშინ გამოაქვეყნა, როცა ჯერ კიდევ ხმის მიცემის დროითი ფანჯარა არ იყო დახურული. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს”.