ტესტი – ჰარმონიაში ცხოვრობთ თუ ქაოსში?

ტესტი - ჰარმონიაში ცხოვრობთ თუ ქაოსში?,,სარკე”, ირმა გოგინაძე

1.მუშაობის დროს თავდაუზოგავი ხართ და დასვენება არც გახსენდებათ?

ა) ხანდახან _ 2

ბ) მუშაობაც მიყვარს და დასვენებაც _ 4

გ) დიახ, თავდაუზოგავად ვმუშაობ _ 0

2.გჩვევიათ საკუთარ წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულება?

ა) ხანდახან _ 2

ბ) ყოველთვის _ 0

გ) არასოდეს _ 4

3.გარშემომყოფებს ყოველთვის ალალად ეუბნებით იმას, რასაც მათზე ფიქრობთ?

ა) დიახ _ 4

ბ) გააჩნია, ვის და რა სიტუაციაში _ 2

გ) არა _ 0

4.გიყვართ დღესასწაულები?

ა) ეს დროის ფუჭად ფლანგვად მიმაჩნია _ 0

ბ) ძალიან მიყვარს _ 4

გ) გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ _ 2

5.რა გრძნობა გეუფლებათ, როცა მეგობარი თხოვნაზე უარს გეუბნებათ?

ა) ვცდილობ, უარის მიზეზი გავიგო _ 2

ბ) არ მსიამოვნებს, მაგრამ ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი _ 0

გ) ძალიან მწყინს _ 4

6.ადამიანებთან ურთიერთობისას თავისუფლად ხართ თუ იბოჭებით?

ა) ხანდახან ვიბოჭები _ 2

ბ) თავისუფალი ვარ _ 4

გ) ყოველთვის დაძაბული და შებოჭილი ვარ _ 9

7.წყენა დიდხანს გამახსოვრდებათ?

ა) საკმაოდ დიდხანს, ეს ჩემი ხასიათის შტრიხია _ 0

ბ) კარგი თვისება მაქვს, წყენა მალევე მავიწყდება _ 4

გ) გააჩნია, ვინ მაწყენინა და რა _ 2

8.შეგიძლიათ, საკუთარ თავს იუმორით შეხედოთ?

ა) არა _ 0

ბ) ხანდახან შემიძლია _ 4

გ) დიახ, ასე ცხოვრება უფრო იოლია _ 2

9.რთულ სიტუაციებს როგორ ხვდებით?

ა) ვცდილობ, არ ვინერვიულო და სწორი გამოსავალი მოვძებნო _ 4

ბ) სიტუაციას გააჩნია _ 2

გ) პანიკაში ვვარდები და საშინლად ვნერვიულობ _ 0

10.თქვენი აზრით, სულიერად მშვიდად ხართ?

ა) ისე, რა _ 2

ბ) ალბათ კი _ 4

გ) არა _ 0

შედეგები:

0-12 ქულა _ თქვენი სულიერი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, სულში ქაოსი გაქვთ. გირჩევთ, თქვენი ცხოვრება გააანალიზოთ და უკუაგდოთ სტერეოტიპები, გათავისუფლდით კომპლექსებისგან.

14-30 ქულა _ ისეთ ცხოვრებას ეწევით და თქვენ გარშემო ისეთი მდგომარეობაა, სულიერად მთლად დაწყნარებული არ უნდა იყოთ. ჯობს, გარშემომყოფების მიმართ უფრო ლოიალური და მიმტევებელი გახდეთ. გადაეჩვიეთ წყენის გულში ჩადებას, ნუ აიფორიაქებთ სულს, მეტი სიკეთე გამოიჩინეთ, ხშირად გაიღიმეთ და ცხოვრებასაც გაილამაზებთ.

32-40 ქულა _ ბედნიერი ადამიანი ხართ, რადგან გარემოსთან და გარშემომყოფებთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობთ. ამდენად, სულიერადაც საკმაოდ მშვიდად ხართ.