მარიამ მითაიშვილი ონკოპაციენტების დაფინანსებაზე: ,,დაიდოს ბრძანების ნომერი… ეს ჯერ მხოლოდ დაპირებაა, გელოდებით!”

მარიამ მითაიშვილი ონკოპაციენტების დაფინანსებაზე: ,,დაიდოს ბრძანების ნომერი... ეს ჯერ მხოლოდ დაპირებაა, გელოდებით!",,ნდობა 0 რომ გვაქვს, იმიტომაც ველოდებით ამ სიტყვების საქმედ ქცევას, სხვათა შორის, უკვე მეორე წელია! დაიდოს ბრძანების ნომერი, ცვლილება დეტალები, საქმე.. და არც მადლობას დავიშურებთ, დამიჯერეთ. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დაპირებაა, გელოდებით”, – წერს ,,ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების” ორგანიზაციის დამფუძნებელი, მარიამ მითაიშვილი, რომელიც უამრავ მშობელთან ერთად ბევრი წელია, იბრძვის, რომ პატარა ონკოპაციენტების მკურნალობა სახელმწიფომ დააფინანსოს. ისინი ჯანდაცვასთან სამართლებრივ დავაშიც არიან ჩართულნი.

,,ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის დაფინანსება არ დასიზმრებია ერთ დღეში ხელისუფლებას. პრემიერიდან დაწყებული მინისტრებით დამთავრებული, ყველა რომ უნამუსო და დამნაშავეა, ამაზე არაა ეს სტატუსი.
ორი წელია, მიმდინარეობს სასამართლო დავა. ორ წელზე მეტია მშობლები ითხოვენ სრულ დაფინანსებას. ეს მშობლები დაუპირისპირდნენ იაშვილის კლინიკას და ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს, ასმათ შენგელაიას. არ შეიძლება მშობლების ბრძოლა ახლა ერთმანეთს შეადაროთ და უაზრობები წეროთ. ნებისმიერი დაავადება და ნებისმიერი სახის უნდა ფინანსდებოდეს და ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ხარისხიან მკურნალობაზე და მედიკამენტებზე წვდომა. მარიამ მითიაშვილი იბრძვის დიდი ხანია ამ ყველაფრისთვის”, – წერს ლიკა კევლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პრემიერის თქმით, მკურნალობა და საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად წელიწადში დაახლოებით 300 ბავშვს დაუფინანსდება.