მაკა ძაგანია: ,,ჩემი მეუღლე ,,ვოლტის” კურიერია, დღეს ძლივს გადარჩა!”

მაკა ძაგანია: ,,ჩემი მეუღლე ,,ვოლტის" კურიერია, დღეს ძლივს გადარჩა!"მსახიობ მაკა ძაგანიას ქმარს, მსახიობ გიგა ცერცვაძეს, რომელიც კურიერად მუშაობს ,,ვოლტში”, დღეს უსიამოვნო რამ შეემთხვა. ამის შესახებ მაკა ძაგანია სოციალურ ქსელში წერს:
,,ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვარ. ჩემი მეუღლე ,,ვოლტის”  კურიერია. დღეს ცინცაძეზე დიდ ორმოში ჩაარტყა სკუტერი და ძლივს გადარჩა,  რომ არ დამტვრეულიყო (რატომ გვაქვს გზები ასეთი მოუწესრიგებელი), მაგრამ სხვა რამეს გიყვებით. მოკლედ, ჩარტყმის დროს ტელეფონი ამოხტა ჩასადებიდან და გაფრინდა. ჩემმა მეუღლემ შეძლო თავის შეკავება, რომ არ დამტვრეულიყო და მობრუნება ტელეფონის ასაღებად, რომელიც არც კი იცოდა, ვარგოდა თუ არა. ჰოი, საოცრებავ, ვიღაცამ დაინახა, ადამიანი როგორ იმტვრეოდა, იხელთა დრო, აიღო ტელეფონი და გაქრა.
კითხვა პირველი: 21-ე საუკუნეში ვინმე არის ისეთი, რომელმაც არ იცის, რომ მოპარულ ტელეფონს ვერ იხმარს?
კითხვა მეორე: სად დავკარგეთ ადამიანობა? ხედავ, ადამიანი წვალობს, შრომობს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ტელეფონი, თან ხედავ,  რომ კინაღამ დაიმტვრა და ასეთ რამეს აკეთებ.
გვეშველებაა ოდესმე რამე, სად გაქრა ადამიანობა? იმის მაგივრად, ხელი გაუწოდო ადამიანს, რომელიც იქცევა, პირიქით, ხელს კრავთ? გული მწყდება, ამ საზოგადოების ნაწილი რომ ვარ.