ინგა გრიგოლია: ,,ნახავთ, თუ სწორი არ აღმოვჩნდები”

ინგა გრიგოლია: ,,ნახავთ, თუ სწორი არ აღმოვჩნდები"ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება 30 აპრილს დაგეგმილი აქციის ერთი საათით გადაწევას, რომლის მიზეზიც, აქციის ორგანიზატორების თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩია.
,,კაცო, ქვეყნის გათავისუფლებისთვის ვიკრიბებით, ეკლესიისთვის და რწმენისთვისო და რა დროს ფეხბურთის მატჩია, თუნდაც ჩვენი საყვარელი ხვიჩა თამაშობდეს.
მე კი მგონია, გუშინ პოლონეთის და დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისეთი მძიმე მესიჯები ჩამოუტანეს ჩვენს ხელისუფლებას, ამათმა სასწრაფოდ აქციის ორგანიზატორებს უთხრეს, აბა, ბიჭებო, ახლავე აბურდ-დაბურდეთ ამბავი, ქვეყნის შველის მაგივრად, ფეხბურთს უყურეთ და დაიშალეთო. აღდგომა და ხვალეო, ნახავთ, თუ სწორი არ აღმოვჩნდები.
p.s. უმცირესობასაც აქვს თავისი გამოხატვის უფლება და აიტანეთ ახლა, ამ ქვეყნის 85 პროცენტო, მაგ ხალხის არჩევანი. მერე რა, რომ უმრავლესობა ხართ, მით უფრო გაგებით უნდა მოეკიდოთ და უნდა აიტანოთ!”