გიორგი მახარაშვილმა დათო ევგენიძეს სიცოცხლე აჩუქა – ,,დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია”

გიორგი მახარაშვილმა დათო ევგენიძეს სიცოცხლე აჩუქა - ,,დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია"მუსიკოს დათო ევგენიძეს თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.

„დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია! ყველაფერი მაგრად იქნება. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის და სიყვარულისთვის”, – დაწერა დათო ევგენიძის ქალიშვილმა, ლიკა ევგენიძემ.

მუსიკოსის მეუღლემ, ნინო ჟვანიამ, გიორგი მახარაშვილს და მის მეუღლეს, ლელა მიქაძეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

„ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე… მე სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატად… თქვენ „არანორმალური“ ადამიანები ხართ, ეს სასწაული რომ გააკეთეთ. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ!“,  – დაწერა ნინო ევგენიძემ.

როცა ოპერაცია გადაწყდა, დათო ევგენიძემ ფეისბუქში დაწერა:

„ჩემმა ღვიძლმა ძმამ მახარამ… ახალი ღვიძლი მახარა. აღდგომა მოდის, იხარეთ,
ცამ მადლი გადმოგვაყარა… ოპე­რა­ცი­ის მერე აკ­რძა­ლუ­ლი გვაქვს ალ­კოჰო­ლი და გა­დავ­წყვი­ტეთ, თითო ჭიქა ჩაგ­ვერ­ტყა… მე სულ მალე დავ­ბრუნ­დე­ბი – ავის­რუ­ლებ მე ჩემს ნატ­ვრას, მე გვერ­დით მყავს მა­ხა­რა, მზის ამოს­ვლა მა­ხა­რა”.