,,ჩემს შვილს 39 დაზიანება აღმოაჩნდა სხეულზე” – რა წერია ექსპერტიზის პირველად შედეგებში

,,ჩემს შვილს 39 დაზიანება აღმოაჩნდა სხეულზე" - რა წერია ექსპერტიზის პირველად შედეგებშიდიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დღეს გოგონას დედას ექსპერტიზის პირველადი შედეგები გადასცეს, რომლის მიხედვითაც, ანას დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. დაზიანებები მთელ სხეულზე აქვს. ექსპერტიზის პირველადი შედეგებით, ნაჭდევეი და ნაჟღენთები გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული.

-დღეს მივიღე დასკვნა. ჩემს შვილს 39 დაზიანება აღმოაჩნდა სხეულზე. მე ვიცოდი, რომ მოკლული იყო და ამ დასკვნამ დაადასტურა, – ამბობს ანა ანუშაიტიტეს დედა ,,მთავართან”.

ოჯახი ხელმეორე ექსპერტიზას და დამნაშვის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.­