ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა – ,,მე და ზაზა ღმერთის ნებას ვიყავით მინდობილი”

ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა - ,,მე და ზაზა ღმერთის ნებას ვიყავით მინდობილი"სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი, ზაზა მიქაშავიძე.

,,თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე.  ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი”, – წერია თუმანიშვილის თეატრის ფეისბუქგვერდზე.

ზაზა მიქაშავიძე მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის მეუღლე გახლდათ. ერთადერთი შვილი, ანა, ქორწინებიდან 18 წლის შემდეგ ეყოლათ.

-18 წელი არ მყავდა შვილი. მე და ჩემი მეუღლე ღმერთის ნებას ვიყავით მინდობილი, თუ იქნებოდა ღვთის ნება, შვილი მოგვეცემოდა, თუ არადა არა… – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნინელი ჭანკვეტაძე.