ვალერი კვარაცხელია: ,,ჩვენ პუტინის მონები მაინც ვართ, პლანეტაზე ნომერი პირველი პოლიტიკოსის”

ვალერი კვარაცხელია: ,,ჩვენ პუტინის მონები მაინც ვართ, პლანეტაზე ნომერი პირველი პოლიტიკოსის"საქართველოში კრემლის პროპაგანდისტი, ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია ტელეკომპანია ,,ობიექტივის” ეთერიდან პროდასავლურ ძალებს მიმართავს და ჩაქუჩით თავის გახეთქვით ემუქრება.

-ჩვენ პუტინის მონები მაინც ვართ და ამ პლანეტაზე ნომერ პირველი პოლიტიკოსის, ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერის და პრეზიდენტის. ჩვენ არ გვეშინია თქვენი. მაგ ენებს ამ ნამგლით მოგაჭრით და მაგ რეგვენ თავებს ამ ჩაქუჩით გაგიხეთქავთ. მე აქედან გაფრთხილებთ, ჩაიკმინდეთ ხმა და ჩაიგდეთ ეგ ბინძური ენები! – ამბობს ,,ობიექტივის” ეთერიდან ვალერი კვარაცხელია.