,,თემქაზე 12 წლის გოგონა ხევში მოკლული ვიპოვეთ…” – რას ნანობდა რომან გვენცაძე

,,თემქაზე 12 წლის გოგონა ხევში მოკლული ვიპოვეთ..." - რას ნანობდა რომან გვენცაძეყოფილი შს მინისტრს, რომან გვენცაძეს, რომელიც 25 წელიწადი შს ორგანოებში მუშაობდა, წლების წინ ,,სარკემ” ჰკითხა, თუ იყო ისეთი დანაშაული, რომელიც ბოლომდე ვერ გახსნა და სინანული არ ასვენებს, რაზეც გვიპასუხა:

– ძალიან განვიცდი მარიამ გოგინაშვილის საქმეს. ის ჩემი ნათლული იყო. დღეს მამამისს ვერც ვურეკავ. სულ იმაზე ვფიქრობ, იმ დროს პოლიციაში რატომ არ ვმუშაობდი…

ჩემი მუშაობის პერიოდში ორი მკვლელობა გაუხსნელი დამრჩა და იმ საქმეებზეც გული მტკივა. თემქაზე 12 წლის გოგონა ხევში მოკლული ვიპოვეთ, სულ თაგვებისგან იყო შეჭმული. დიდუბეში, სადარბაზოში, გვამი ვნახეთ, თავიდან ტვინი სულ გამოდენილი ჰქონდა. იმიტაცია იყო, თითქოს ზემოდან გადმოხტა, მაგრამ ეს გვამი მოტანილი იყო… (ვრცელი ინტერვიუ იხილეთ აქ)