თამარა წულეისკირი: ,,ჩემი ქმარი – ლევან კობიაშვილი!.. დატოვეთ ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში”

თამარა წულეისკირი: ,,ჩემი ქმარი - ლევან კობიაშვილი!.. დატოვეთ ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში"პარლამენტის დეპუტატის, ლევან კობიაშვილის ცოლი, თამარა წულეისკირი,  ქმრის მისამართით ნათქვამმა სიტყვამ ,,მოღალატე” ძალიან გააღიზიანა და დაწერა, რომ ყველამ წაშალოს ფეისბუქმეგობრებიდან, ვინც კობიაშვილს მოღალატედ მოიხსენიებს.ლევან კობიაშვილი ერთ-ერთია, ვინც რუსულ კანონს ხმა მისცა პარლამენტში და ისიც იმ სიაშია, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა, სიტყვებით: ,,იცნობდეთ მოღალატეებს”.

,,ჩემი “friend”-ების საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარსობრივად ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია)! ჩემი ქმარი – ლევან კობიაშვილი!

როცა რაღაცას არ ვეთანხმებით შეგვიძლია უმწარესად ვიკამათოთ, გავბრაზდეთ, შევიგინოთ კიდეც გამწარებულზე, გავაპროტესტოთ, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, შევაფასოთ როგორც გვინდა კონკრეტული საქციელი, გავიდეთ მიტინგზე, მოვითხოვოთ რაც გვინდა და სხვა.

ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა – ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც ქსელებში და ასევე ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში.

მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს!”. – წერს წულეისკირი, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელია.