მაკა რაზმაძე: ,,რა გეშველებათ, რა! ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ” – ,,ჯორჯიან თაიმსი” დაიხურა

მაკა რაზმაძე: ,,რა გეშველებათ, რა! ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ" - ,,ჯორჯიან თაიმსი" დაიხურატელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე ტელეკომპანია გადაცემა ,,ჩაის” დაემშვიდობა, მიზეზი ტელეკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის” დახურვა გახდა. ჟურნალისტი იმ ადამიანებს პასუხობს, რომელთათვისაც ეს ინფორმაცია სასიხარულო აღმოჩნდა. მაკა რაზმაძე წერს:
,,თუ გინდათ, გაშიფროთ სუსის, მუსის და ა.შ. ყოფილი, ნახმარი და გამოყენებული და ახლა გამოყენებადი აგენტები, დააკვირდით ხოლმე, როცა მზარდი ოპოზიციური პატარა ტელევიზია იხურება, ვინ როგორ ხვდება ამ ამბავს. ეს უტყუარი ტესტია. ჩვეულებრივი ლაკმუსი.
საკუთარ ქვეყანაში პატარა ტელევიზიის ფინანსური კრიზისის გამო დახურვა რომ გაგახარებს და დავლურით ხტომას დაიწყებ,ისე იშიფრები, რომ ის სუსიც აღარ გაგიკარებს და დარჩები ,,ზურგის ” გარეშე. რა გეშველებათ, რა.
ჩემმა კოლეგებმა იციან, რომ პატარა ტელევიზიები ხან იხურება და ხან იხსნება, ჩვენ სულ ვმუშაობთ და ახალ-ახალ გადაცემებს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც, თქვენ კი იცხოვრეთ ჩვენზე დაკვირვებით და ამბების მიტან-მოტანით, ტყუილების შეთხზვით. სწორად მაინც გამოიტანეთ აზრი მოვლენებიდან და ისე გაავრცელეთ – ტელევიზია დაიხურა და არა ჩემი გადაცემა. და ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ, რადგან, სადაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად იხსნება სხვა მათთვის, ვისაც შრომა არ ეზარებათ. თქვენ კი მუდამ დარჩებით სხვისი ცხოვრების შემყურე და განმქიქებელი.
დიდი მადლობა ყველას, ვის თანადგომასაც ყოველთვის ვგრძნობდით, დიდი მადლობა სიყვარულისთვის, იმ გზავნილებისთვის, რომელსაც ყოველდღე ვიღებდი და ახლაც ვიღებ თქვენგან. მადლობა კრიტიკისთვის და წინადადებებისთვის”.