ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ,,ძუკნა!”

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ,,ძუკნა!",,ოცნების” მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გამოსვლას პარლამენტში და მის გაძევებას ითხოვს. ,,იმპიჩმენტი მისთვის ფუფუნებაა! სალომე ზურაბიშვილო უნდა გავაძევოთ საქართველოდან! ძუკნა! აგენტი! მტერი!”, – წერს ხათუნა ხოფერია.

მან ზურაბიშვილს 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას მიმართ დამოკიდებულებასაც ახსენებს და მის სიტყვებს აქვეყნებს:

,,ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი, დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა და ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა”- სალომე ზურაბიშვილი. 1992 წელი.