გია ჯაფარიძე: ,,გვითხრან, რითი მოგვწამლეს, რა გაზი გაუშვეს! ყველას ერთნაირი სიმპტომები გვაქვს, ვიღვიძებთ გაზის სუნით, ხველებით…”

გია ჯაფარიძე: ,,გვითხრან, რითი მოგვწამლეს, რა გაზი გაუშვეს! ყველას ერთნაირი სიმპტომები გვაქვს, ვიღვიძებთ გაზის სუნით, ხველებით..."ექსპერტმა გია ჯაფარიძემ ეკა მიშველაძის გადაცემიდან ხელისუფლებას მიმართა, თქვან, აქციების დროს რა გაზი გაუშვეს და ხალხი რითი მოწამლეს. მისი თქმით, ძალიან ბევრ ადამიანს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს.

– გვითხრან, რითი მოგვწამლეს. ძალიან ბევრ ადამიანს გვაქვს ერთი და იგივე სიმპტომები. სახე მეწვის, მაცემინებს, ცრემლდენა მაქვს… ყველანი ვიღვიძებთ გაზის სუნით და ხველებით. კომუნისტებმა 1989 წელს გვითხრეს, რითი მოგვწამლეს და არაადამიანები ხომ არ არიან, გვითხრან, რა გაზი გაუშვეს, რა შემადგენლობისაა, რითი ვუმკურნალოთ თავს. ვიღაცამ გადასხმა გაიკეთა… ან რა შედეგები შეიძლება დადგეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს პოლიტიკოსებმაც უნდა მოითხოვონ, რომ გავიგოთ შემადგენლობა. ხომ უნდა ვიცოდეთ, რითი მოგწამლეს. ერთი კვირაა, ეს სიმპტომები არ გადის. ხვალ რომ კიბო აღმომაჩნდეს, მერე ვარკვიო, რა მჭირს? გვითხრან რა, რითი მოგვწამლეს, რომ დროულად მივხედოთ თავს, _ განაცხადა გია ჯაფარიძემ.