ეკა კვესიტაძე ირაკლი ღარიბაშვილს: ,,შე რეგვენო! მივწეროთ შენი ბოდვები პენსილვანიის უნივერსიტეტს”

ეკა კვესიტაძე ირაკლი ღარიბაშვილს: ,,შე რეგვენო! მივწეროთ შენი ბოდვები პენსილვანიის უნივერსიტეტს'',,საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან” – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან. საქმე ეხება ,,ფრანკლინის კლუბს”, სადაც ასობით ახალგაზრდა ისმენს საინტერესო ლექციებს სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ღარიბაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:

,,პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს ღარიბაშვილის შვილი. პენსილვანიის უნივერსიტეტი კი ბენჯამინ ფრანკლინის დაფუძნებულია. ეს ხომ მაინც აკავშირებს ფრანკლინს საქართველოსთან, შე რეგვენო – ირაკლი ღარიბაშვილი, თუ მივწეროთ უნივერსიტეტს შენი ბოდვები და ეს კავშირიც გავწყვიტოთ”.