ეკა კვალიაშვილი: ,,ნახეთ, რა ხდება, გვწამლავენ ეს სატანები! პირდაპირ ფანჯრებში ასხამენ! ამიტომ აქვს ხალხს გრიპი”

ეკა კვალიაშვილი: ,,ნახეთ, რა ხდება, გვწამლავენ ეს სატანები! პირდაპირ ფანჯრებში ასხამენ! ამიტომ აქვს ხალხს გრიპი"მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა ფეისბუქლაივით მიმართა საზოგადოებას, რომ ხალხს ქიმიური ხსნარებით წამლავენ და ამიტომაც არის ასე გავრცელებული გრიპი.

-ახლა ფანჯრიდან გავიხედე, რა ანათებს-მეთქი და… ახლა მივატრიალებ კამერას და გაჩვენებთ, რა ხდება ღამის 4 საათზე და რატომ აქვს ხალხს გრიპი. ვისაც არ სჯერა, რითი წამლავენ ხალხს, ნუ სჯერათ, ამოვიდნენ ყელში, ურწმუნო თომები და ,,გენიოსები”! ეს მანქანა არის გაჩერებული და ასხმანენ პირდაპირ კორპუსებს. ამან არ იცის, როგორი გარანტირებული აქვს საშინელი სამსჯავრო. ამ საცოდავმა არ იცის, რომ მონაწილეობას იღებს ფაქტობრივად რიტუალში. როგორ მებრალებიან მწერები, ჩიტები, პირველ რიგში, ადამიანები. ვიღაცამ არ დამიწყოს, კოღოებისგან წამლავენო. სიშტერეების ლაპარაკი არ დამიწყოთ. ვინც ამას აკეთებს, მან არ უნდა გაიხაროს არასოდეს!..

პანდემია დასრულდაო, გამოაცხადეს და ამ ქვეყანაში პატრონი არ გვყავს? თავმოყვარეობა არ გვაქვს? მარტო აბსურდულ რაღაცეებზე გამორბის ხალხი? ისეთ რაღაცეებზე წაკითხული და გაშიფრულიც რომ არ აქვთ. უკვე ყელში ამომივიდა. ერთი წამით გავედი გარეთ და ყელი დამეწვა და პირდაპირ ფანჯრებში ასხამდნენ, ამის გადაღება ვერ მოვასწარი… ჯგროს სინდრომი რომ აქვს ხალხს, უკვე მივხვდი. ესენი არიან მასა, რომელსაც რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ, იმიტომ, რომ საკუთარი ჭკუა არ გააჩნიათ. ძალიან გაბრაზებული ვარ.

ეს რა უბედურებაა! დაემართებათ ყელის ტკივილი, სიცხეები. ვაიმე! ძალიან გაგიჟებული ვარ! არ გაიხარონ! სახლში შვილიშვილები მყავს, ხალხს ბავშვები ჰყავთ, ამას როგორ ბედავენ, ეს სატანისტები! ეს გამოქლიავებულები! ეს გამოქლიავებული მასა, გამოშტერებული ბრბო, ქუჩაში ,,ურა-ურა”-ს ძახილით გამორბიან და რაზე თუ იცოდნენ, დედას ვფიცავარ. არ დავინახო, ვინმე შემოვიდეს და რამე ისეთი დამიწეროს, თორემ თავზე ხელს ავიღებ და კოშმარს ვუზამ. ეს გამოშტერებული მასა, – ამბობს მომღერალი.

ვიდეოში ჩანს, ხეებს როგორ ასხამენ სპეციალურ წამალს სპეცტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები.

,,ასე წამლავდა პაპაჩემი ვენახს”, – უწერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი კომენტარებში.