დათა თავაძის სპექტაკლს ხუთი პრეზიდენტი დაესწრო – ,,კავკასიური ცარცის წრე” რიგაში

დათა თავაძის სპექტაკლს ხუთი პრეზიდენტი დაესწრო - ,,კავკასიური ცარცის წრე" რიგაშიმწერალი, დრამატურგი დავით გაბუნია რეჟისორ დათა თავაძის დიდ წარმატებაზე წერს:

,,გუშინ დათა თავაძეს ჰქონდა ბრეხტის ,,კავკასიური ცარცის წრის” პრემიერა რიგაში. სპექტაკლი სულ პატარა დაგვიანებით დაიწყო. დარბაზში დაცვა დადიოდა, ოღონდ ისე, არა შემაწუხებლად. ვიღაც ხალხი მოიყვანეს… სპექტაკლის მერე ბანკეტი იყო იქვე, თეატრში და დავიწყე მარჩიელობა, ვინ იქნებოდა ეს ხალხი. რა აღმოჩნდა? ლატვიის მოქმედი პრეზიდენტი და ამას დამატებული წინა ოთხი, ყოფილი პრეზიდენტიც. ხვდებით, ხო, რას ვყვები?”