აჭარაში ქარიშხალმა მამაკაცი იმსხვერპლა – ,,მანქანა დაჭრეს და ისე ამოიყვანეს”

აჭარაში ქარიშხალმა მამაკაცი იმსხვერპლა - ,,მანქანა დაჭრეს და ისე ამოიყვანეს"აჭარაში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა. ხე მანქანას დაეცა და ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა.

-მანქანა დაჭრეს და ისე ამოიყვანეს. 40-45 წლის არის. ამბობენ, რომ ადგილზე გარდაიცვალა, – ამბობს თვითმხილველი ,,მთავართან”.

ასაკოვანი ცოლ-ქმრის სახლი მთლიანად დაინგრა, ქალი დაშავდა. მთავარი სტადიონის პარკინგზე დაზიანდა ავტომობილები, რომლებსაც რკინის კონსტრუქციები დაეცა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტობუსის გაჩერებები. იუსტიციის სახლთან ხის ჯებირები ადამიანებს დაეცა.

მძიმე მდგომარეობაა გურიაშიც. სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეებია.