თამარ ივერი: ,,სამარცხვინოდ, კორუფციულად ჩატარდა ,,ვოისი”!

თამარ ივერი: ,,სამარცხვინოდ, კორუფციულად ჩატარდა ,,ვოისი"!,,ვოისში” ირუ ხეჩანოვის გამარჯვებას, რომელმაც საქართველო ,,ევროვიზიაზე” უნდა წარადგინოს, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საოგადოებრივ არხს მიკერძოებაში ადანაშაულებენ და წერენ, რომ გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი.
ოპერის ვარსკვლავი, თამარ ივერი პირდაპირ წერს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს კონკურსი სამარცხვინოდ ჩაატარა.
,,ერთი სიტყვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ,,ევროვიზიის” წარმომადგენლის, გიგა კუხიანიძის დაკრულზე სიარულს და მენტორების, ქოლცენტრების მოსყიდვა-გაყალბებებს რომ თავი დავანებოთ, ჯერ მხოლოდ იმიტომ არიან სამარცხვინონი, რომ ადამიანურად შეურაცხყვეს ბავშვები. მხოლოდ ერთ მომღერალს დაუდგეს სიმღერაში შოუ შესაბამისი რეჟისურით, ჩაცმულობით, განათებებით, საცეკვაო ანსამბლით ა.შ. ანუ მხოლოდ იმ ერთზე იზრუნეთ, ვისი გაყვანაც წინასწარ გქონდათ დაგეგმილი.
დანარჩენი ნიჭიერი ბავშვები ცარიელ სცენაზე მხოლოდ მიკროფონის ამარა დატოვეთ, რათა მის ფონზე უფერულები და მაყურებლის თვალისთვის უინტერესონი გამოჩენილიყვნენ. ამას ბავშვიც ხედავს.
ეს იყო მორალური შეურაცხყოფა ამ ბავშვების!!! მათ აწყენდათ მათი სიმღერების გამდიდრება შოუს ელემენტებით, ცეკვა-განათებებით და სანახაობრივი გარემოთი?
ამიერიდან, ხალხის და მონაწილეების მოთხოვნით, მათ უნდა ჩამოერთვათ ამ პროექტის ჩატარების უფლება და ჩემი აზრით, ტვ ,,იმედმა” უნდა გადაიბაროს ეს პროექტი. ისინი ამ ფინალს სხვა დონეზე ჩაატარებდნენ…
ძეფირელის დონეზე კარგად დადგმული ფარსი იყო! ასევე კარგად ითამაშეს უნიჭიერესი ბავშვების ნერვებზე თვეების განმავლობაში. თავიდანვე ყველაფერი იყო “заказанно,  заложенно”. აი, პატივცემულმა მენტორებმა რატომ ,,ჭამეს” ეს ყველაფერი, ეს არის დასანანი”, – წერს თამარ ივერი.