31 წლის რეზი ქაროსანიძე სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს – ,,აპროტესტებდა დაბალ ხელფასს”

31 წლის რეზი ქაროსანიძე სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს - ,,აპროტესტებდა დაბალ ხელფასს"ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 31 წლის მსახიობი და რეჟისორი, რეზი ქაროსანიძე თეატრის სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს. ქაროსანიძე  ბეკეტის ,,გოდოს მოლოდინში” დგამდა, რომლის პრემიერაც მარტში გაიმართებოდა.

-შეძრულნი ვართ. მე მირჩევნია, სიმართლე ჩემგან გაიგოთ, ვიდრე ვინმემ არასწორი რამ გითხრათ.  რამდენიმე წლის წინ რეზი თეატრიდან წავიდა. ყველა ვთხოვდით, ხელფასის გამო განცხადება არ დაწერო და არ წახვიდეო. ხელფასი, რაც მას ჰქონდა, სხვებსაც იგივე აქვთ. ამაზე მეტი ხელფასი არ გვაქვს და სიგარეტის ფული გექნება-მეთქი, ვეუბნებოდი. აპროტესტებდა დაბალ ხელფასსაც, შემოქმედებასაც. არ მოსწონდა ეს შემოქმედება. უფრო მეტი უნდოდა, მაგრამ ასეთი რამ ყველა თეატრში ხდება.

რეზის ყველა გვერდით ედგა. მერიამ, გასულ ზაფხულს დააფინანსა 15 ათასი ლარით, რომ სპექტაკლი დაედგა. არაჩვეულებრივ ღონისძიებებს აკეთებდა. აფინანსებდნენ, უყურადღებოდ არ ყოფილა. ქალაქის თუ თეატრის ხელმძღვანელობას, რაც კი შეეძლოთ, გვერდით ედგნენ. გულში სხვა რა ედო, ვერ გეტყვით. ჰყავდა მეუღლე, ორი შვილი, სამეგობრო, – ამბობს ,,პრაიმტაიმთან” მსახიობი მარიკა სამანიშვილი.