ომის ვეტერანი ქართველი ქალის დასახმარებლად – მან ომში არაერთი ვაჟკაცი გადაარჩინა

ომის ვეტერანი ქართველი ქალის დასახმარებლად - მან ომში არაერთი ვაჟკაცი გადაარჩინაფეისბუქგვერდი ,,ქართული კარატე” საქველმოქმედო განცხადებას აქვეყნებს. ომის ვეტერანს, ნონო  ოსეფაშვილს საზოგადოების თანადგომა ესაჭიროება.
,,მეგობრებო, ჩვენს კოლეგას, უღალატო მეგობარს,ომის ვეტერანს და ჩვენი კარატეს ოჯახის წევრს, ნინო ოსეფაშვილს, ესაჭიროება თურქეთში სასწრაფო ოპერაცია, რომ სრულფასოვნად დაუბრუნდეს თავის საყვარელ ოჯახს და მეგობრებს.
სამწუხაროდ, ნინოს ოჯახი ვერ ახერხებს თანხის მოძიებას. ვისაც სურვილი გაქვთ, თანადგომა გამოუცხადოთ ამ კეთილშობილ ადამიანს, რომელსაც არაერთი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი ომის წინა ხაზზე, შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშზე გადარიცხოთ თანხა.
თანხის გადარიცხვისას აუცილებლად მიუთითეთ, რომ თანხა არის საქველმოქმედო მიზნისთვის. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის”, – წერია ფეისბუქგვერდ ,,ქართული კარატეს” განცხადებაში.
ანგარიშის ნომერი
GE93BG0000000100802506 ,,საქართველოს ბანკი”, მიმღები თამთა ოსეფაშვილი.