ნატო გოგელიას სახლი დაურბიეს – ,,თუ ფიქრობთ, რომ შემაშინებთ, ცდებით!”

ნატო გოგელიას სახლი დაურბიეს - ,,თუ ფიქრობთ, რომ შემაშინებთ, ცდებით!"ტელეკომპანია ,,პირველის” ჟურნალისტს, ნატო გოგელიას, სამი დღის განმავლობაში სახლი ორჯერ გაუქურდეს. ჟურნალისტს ეჭვი აქვს, რომ ეს შეშინების მიზნით გააკეთეს. საგულისხმოა, რომ  უთოების სადენები გადაჭრილია და ჩამრთველები და უთოები ცალ-ცალკეა დალაგებული.
,,ვინმე თუ ფიქრობს, რომ ამ მარაზმით შემაშინებთ, ძალიან, ძალიან ცდებით! სამი დღის მანძილზე ორჯერ სახლის გაქურდვა, დარბევა, ყველაფრის დალეწვა თუ ვინმეს კაცობა გგონიათ, ამაშიც ცდებით!!! სამი დღის წინ, როცა გაქურდული სახლი დამხვდა, ვიფიქრე, რომ რიგითი ქურდობა იყო… აი, დღეს რაც გააკეთეთ, ვინც უნდა იყოთ და როგორც, გპირდებით, არ შეგრჩებათ! მე კი ისევ იმავე გზით ვივლი, როგორითაც დავდიოდი!
პ.ს. უთოს სადენზე სათამაშოდ ვინც მოიცალეთ, დაგრჩათ კიდევ სხვა სადენები”.