მოსამართლემ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა – ,,ეს იყო ივანიშვილის სპექტაკლი!”

მოსამართლემ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა - ,,ეს იყო ივანიშვილის სპექტაკლი!"მოსამართლე არევაძის განაჩენი ცნობილია _ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მან უარი განაცხადა დაცვის მხარის მოთხოვნაზე სასჯელის გადავადების შესახებ.

-ჩვენ ბრძოლას ახლა ვიწყებთ. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დადგმული სპექტაკლი! – ამბობს სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი.

-ვინმეს ჰქონდა სხვა მოლოდინი ამ დიქტატურის პირობებში?! – ამბობს გიული ალასანია.

,,ოცნების” ლიდერის მდინარაძის თქმით, ლობისტების დაქირავებას, ჯობდა, მისთვის საჭმელი მიეტანათ.

-მიუტანონ კალორიული საჭმელი, რისი ჭამის შესაძლებლობაც აღმოჩნდა, რომ ჭამს, _ ამბობს ,,ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მკვლელებო, მონებო! – ისმის სასამართლოში.