მიხეილ სააკაშვილი: ,,ჩემი გული დამარხეთ უკრაინაში…”

მიხეილ სააკაშვილი: ,,ჩემი გული დამარხეთ უკრაინაში..."ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ის რამდენიმე წუთით დისტანციურად ჩაერთო, მაგრამ რატომღაც ჩართვა მაშინ შეწყდა, როცა ის სხეულის ჩვენებას აპირებდა.

-საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, ჩემი ჯანმრთელობა, თუ საჭიროა, სიცოცხლესაც მივცემ… თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.